,--.!, __/ -*- ,d08b. '|` 0088MM `9MMP' hack-in root@simulacra:/root# date Sat Sep 3 17:23:43 +04 2022 root@simulacra:/root# cat UPDATE მას შემდეგ რაც წინა zine გამოვაქვეყნე, დაახლოებით ერთი თვე გავიდა. მთელი ეს დრო დაეთმო ფორუმის აწყობას და ვთვლი, რომ ახლა სწორედ იმ ეტაპზეა, როდესაც შემიძლია გაგიზიაროთ მისი არსებობა. ფინანსური სახსრებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ჩემთვის IPB/vBulletin/XenForo ძრავების ყოველთვიური ხარჯი, ხოლო მათი ე.წ. nulled ვერსია, რესურსის ძირითად კონცეპტს - უსაფრთხოებას არღვევს. შესაბამისად მომიწია მრავალი ღია კოდის მქონე ძრავის აწყობა, გამართვა და ტესტირება, რაშიც საკმარისზე მეტი დრო დაიხარჯა. საბოლოოდ ფორუმი მოეწყო phpBB ძრავზე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მას არ გააჩნია ქართული ენის მხარდაჭერა, თითოეული ტერმინის თარგმნა ხელით, სათითაოდ მომიწია (თარგმნის ძირითადი ნაწილი დასრულებულია). ამასთანავე დრო დაეთმო სწორ კატეგორიზაციას და წესდების შედგენას, რომელიც კანონმდებლობასთან მაქსიმალურად თავსებადია და თავიდან იცილებს, რესურსი ადმინისტრაციის ან მასში შემავალი წევრების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას/მოთხოვნას. მაგალითისათვის: კატეგორიზაციიდან სრულად არის მოხსნილი ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, რაც კანონმდებლობით დასჯადია, თუმცა მისი შესწავლა/ანალიზი დასაშვები. იმისათვის, რომ ფორუმის გაშვების მომენტში, კატალოგები არ იყოს ცარიელი, შეძლებისდაგვარად ვცდილობ თითოეულ სპეციფიკაზე, მცირედი შემეცნებითი სტატიების დაწერასა და განთავსებას, რათა ახალ რეგისტრანთა ნაწილმა, საწყის ეტაპშივე, ფორუმი მიიღოს როგორც ინფორმაციის წყარო. ფორუმის კატეგორიზაციაში მოცემული იქნება როგორც ყველასათვის ნაცნობი მიმართულებები, ასევე Bug Bounty, APT სპეციფიკაცია, შეღწევადობის ტესტირება და რესურსის hack-in CTF. ვცდილობ, მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლო ფორუმის გაშვება. root@simulacra:/root# cat MORE რესურსის ფარგლებში მოიაზრება მრავალი პროექტის აწყობა, მაგალითად: ფორუმი, GIT, WIKI, ბლოგი და განსაკუთრებით CTF, რომელიც საჭიროებს მრავალ ინფრაქტურქტურულ კომპონენტს, რომელისთვისაც აღებულია საწყოს ეტაპზე ერთი ცალი VDS. CTF-ისათვის შექმნილია ქსელური მარშუტიზაციის ვირტუალური მანქანა, დაყენებულია რამდენიმე ოპერაციული სისტემა და ხორციელდება სისტემებში კონკრეტული მოწყვლადობების ინტეგრაცია. აღნიშნული დაკავშირებულია დიდ ფინანსურ სახსრებთან, რომელიც ახლა სრულფასოვნად ჩემზეა, შესაბამისად დონაციისათვის BTC: bc1qfx3g4qpgur6q2yz9lc45fwsnf2asc56yygrq4k QR: hackin[dot]ge/qr.jpg ეს უკანასკნელი არ არის მოთხოვნა, ეს მხოლოდ თხოვნაა მცირედ დახმარებაზე, რისთვისაც უღრმესი მადლობა წინასწარ, ხოლო მადლობის შემდეგი ნაწილი, შემდგომ ეტაპზე.. _.-^^---....,,-- _-- --_ < >) | | \._ _./ ```--. . , ; .--''' | | | .-=|| | |=-. `-=#$%&%$#=-' | ; :| _____.,-#%&$@%#&#~,._____ სრული ანონიმური წვდომისათვის Tor-based მისამართები კვლავ აქტიურია hackin6sv6ziaz5nb44xbvgrsx4olz4tcpdqks7gqt4ddipqilmrihqd.onion hackinwor7m2o6b5zqp6ckbgltz3fquceg6geqtqwfycs7di3dvtniqd.onion თუმცა დროებით გათიშულია IRC ჩატი, რომელიც ფორუმთან ერთად გააქტიურდება. root@simulacra:/root# cat CONTACT\ ME MAIL: bukioti@proton[dot]me Telegram: @bukioti